ავარია მსხვერპლით დასრულდა მარნეულში.
ავტოსაგზაო შემთხვევას თემო მუმლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი BMW-ს მარკის ავტომობილით მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
თემო მუმლაძე სოფელ წერეთელში ცხოვრობდა და ამავე სოფელში არსებულ აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო სკოლაში, მასწავლებლად მუშაობდა.