საფრანგეთში ქართველი დააკავეს

2020-10-12 11:16:06

საფრანგეთში, რივოლის ქუჩაზე მდებარე შენობის სვეტებზე, ქართველმა მამაკაცმა 20-მდე ნაცისტური სვასტიკა გამოსახა. აღნიშნულზე ინფორმაციას, პარიზის პროკურატურა ავრცელებს. ეჭვმიტანილი 1989 წელს საქართველოში დაბადებული მამაკაცია.

ფაქტს პარიზის მერია და პირადად საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჯერალდ დარმანინი გამოეხმაურნენ.

სოციალურ ქსელ Twitter-ზე, პარიზის მერია ინფორმაციას ავრცელებს, რომ “უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა” მამაკაცი უკვე დააკავა”. დასუფთავების ჯგუფები სასწრაფოდ ჩაერევიან ამ საკითხში და ყველა ნაკვალევს გააქრობენ”.

ასევე Twitter-ზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერალდ დარმანინმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც  “პარიზის შუაგულში, ნაცისტების უგუნურ წარწერებზე” აღშფოთება გამოხატა და დროული რეაგირებისთვის პოლიციას მადლობა გადაუხადა.

RUSTAVI