უბედური შემთხვევა რუსთავში [video]

2020-10-12 00:44:16

რუსთავში, ე.წ. წყალსაქაჩის ტერიტორიასთან ახლოს, მტკვრიდან 13 წლის ბიჭის ცხედარი ამოიტანეს. [video/ვიდეო]

გარდაცვლილი არასრულწლოვანი მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ჭინჭარაშვილია.

როგორც თვითმხილველმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, ბიჭი ორ მეგობართან ერთად ე.წ. წყალსაქაჩის ტერიტორიაზე ერთობოდა.

არსებული ინფორმაციით, ბიჭს ჯებირზე ფეხი დაუცურდა, თავი ბეტონის ფილას დაარტყა და მტკვარში ჩავარდა.

მაშველებისა და მყვინთავების ერთსაათიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ არასრულწლოვანი მტკვარში გარდაცვლილი ნახეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI