რუსთავში მაშველები მოზარდს ეძებენ

2020-10-11 16:45:48

რუსთავში, მტკვარში მაშველები მოზარდს ეძებენ. როგორც ინფო რუსთავს მეთევზემ განუცხადა, მოზარდი ორ მეგობართან ერთად იმყოფებოდა რა დროსაც ის ჯებირიდან გადავარდა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდს ფეხი დაუცდა და მტკვარში ჩავარდა. შემთხვევა დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა.

სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მყვინთავთა ჯგუფი ჩაერთო. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.