თბილისში დაკარგული 1-ელი კლასის მოსწავლე იპოვეს. როგორც "ინფო რუსთავს" ბავშვის დედამ განუცხადა, ბავშვი სამგორის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
"გოგონებს უნახავთ სოციალურ ქსელში და დაწერეს ვიპოვეთ და ავტობუსით გამოვგზავნითო. მძღოლს ჩააბარეს და მძღოლმა მოგვიყვანა", - აცხადებს ბავშვი დედა.
1-ელ კლასელის დედის ინფრომაციით, ბავშვი თავს კარგად გრძნობს.
შეგახსენებთ, 7 წლის ბავშვი დღეს, დაახლოებით, 12:30 საათზე გაუჩინარდა.