ქუჩის ფეხბურთის ჩემპიონატი რუსთავში

2020-09-27 15:15:04

ქუჩის ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალი რუსთავში.

"ევროპული საქართველოს" რუსთავისა და გარდაბნის 10 სოფლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირმა ნადირაშვილი, პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, რუსთავში, ქუჩის ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალს დაესწრო. ირმა ნადირაშვილმა თამაშის შემდეგ გამარჯვებულ გუნდს თასი გადასცა.

ტურნირი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული რუსთაველი ახალგაზრდების ხსოვნას მიეძღვნა.

შეჯიბრში მონაწილეობას 6 გუნდი იღებდა.