სოხუმის დაცემის დღიდან 27 წელი გავიდა

2020-09-27 13:06:24

სოხუმის დაცემის დღიდან 27 წელი გავიდა - სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძემ და რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

აღევლინა გმირების სულთა მოსახსენიებელი პარაკლისი. დროშები დაეშვა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის და რეგიონის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზე.

ინფორმაციას ქვემო ქართლის მხარე ავრცელებს.