რუსთავში ახალი ბიუსტები დაიდგმება

2020-09-27 12:46:16

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან ნინო ლაცაბიძე მოქანდაკე ვალერი ჯიქიას შეხვდა და მისი სახელოსნო დაათვალიერა.

როგორც ნინო ლაცაბიძის ფეისბუქზე ვკითხულობთ, უახლოეს პერიოდში რუსთავში მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ბიუსტები დაიდგმება.

"ვალერი ჯიქია რუსთაველ ხელოვანთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული მოქანდაკეა. მას სახელოსნოში ვესტუმრე. მისი შექმნილი მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ბიუსტები სულ მალე ჩვენი ქალაქის ქუჩებს დაამშვენებს"- განაცხადა ლაცაბიძემ.