რუსთავში "კარფურის" მშენებლობაზე მუშა დაშავდა [video]

2020-09-24 18:49:32

რუსთავში, სუპერმარკეტ "კარფურის" მშენებლობაზე 21 წლის მუშა დაშავდა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ამწეში იმყოფებოდა, რა დროსაც ავტომობილი გადატრიალდა. [ვიდეო/video]

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა.

კლინიკა "რუსთავის" გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის, ხათუნა რევაზიშვილის ინფორმაციით, პაციენტი საშუალი სიმძიმისაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"იყო, დაახლოებით, 2-3 მეტრის სიმაღლიდან ვარდნა. პაციენტი შეფასდა, როგორც საშუალო სიმძიმის. აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი ზედაპირული ტრავმები და ჭრილობა. ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები, ამჟამად რჩება სამედიცინო დაწესებულებაში, მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა ხათუნა რევაზიშვილმა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.