ხანძარი სკოლაში

2020-09-16 11:04:23

გარდაბანის მე-3-ე საჯარო სკოლის შენობაში ხანძარი იყო.

როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ოთხსართულიანი საჯარო სკოლის შენობის მეორე სართულზე  ერთ-ერთ ოთახში იყო.

შენობიდან მოსწავლეებისა და პედაგოგების ევაკუირება განხრციელდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული.

ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს მისი სალიკვიდაციო სამუშაოები.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები