რუსთავის მერია განცხადებას ავრცელებს
"ძვირფასო რუსთაველებო, რამოდენიმე დღეა, რუსთავის მერიაში, მოდიან ხანდაზმული ადამიანები, რომლებსაც ქალაქში გავრცელებული ცრუ ინფორმაციის გამო, აქვთ მოლოდინი, რომ მერიაში დარეგისტრირების შემთხვევაში, პენსიონერებს ანგარიშზე თანხა ჩაერიცხებათ.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და თხოვნით მივმართავთ ყველას, ნუ შეიყვანენ ადამიანებს შეცდომაში და ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ამით ისინი ზიანს აყენებენ ჩვენს ხანდაზმულ თანაქალაქელებს, რომლებიც
განსაკუთრებულ პატივისცემას და ზრუნვას უნდა იღებდნენ თითოეული ჩვენგანისგან.