დიდი აფეთქება ბეირუთში [video]

2020-08-04 22:12:40

ლიბანის დედაქალაქში, ბეირუთში, პორტზე დამანგრეველი აფეთქება მოხდა. [ვიდეო/video]

ოფიციალური ვერსია, თუ რამ გამოიწვია აფეთქება, ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქება პიროტექნიკის საწარმოში ან საწყობში მოხდა.

აფეთქები ამსახველი ვიდეო კადრები დედაქალაქის მცხოვრებლებმა გადაიღეს, რომელშიც ჩანს, თუ როგორ წარმოიქმნა სოკოს ფორმის კვამლი.

პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სულ მცირე 25 ადამიანია გარდაცვლილი, დაშავებულია 2200-ზე მეტი, ნანგრევებშია მოყოლილი რამდენიმე ათეული.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაჭრილებითა და დაშავებულებით გადავსებულია დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული სამედიცინო დაწესებულებები.

განადგურებულია აფეთქების რადიუსში ყველა შენობა და დაზიანებულია დედაქალაქის დიდ ნაწილზე არსებული სხვა ნაგებობები. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით შენობებში ჩაიმსხვა ფანჯრები.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები