ჩხუბი რუსთავის კარფურში [video]

2020-08-05 00:02:28

ჩხუბი რუსთავის კარფურში [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი მაღაზიაში შევიდა, აიღო რამდენიმე პროდუქტი, მათ შორის ალკოჰოლური სასმელი და მაღაზიიდან ისე გამოდიოდა რომ თანხას არ იხდოდა. აღნიშნულის გამო სუპერმარკეტის დაცვამ ახალგაზრდას შენიშვნა მისცა რასაც მისი მხრიდან აგრესია მოჰყვა.

კამათი ჩხუბში გადაიზარდა, ადგილზე გამოიძახეს პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

სამართალდამცავებმა მამაკაცი ადგილზე დააკავა და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა.