რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2020-08-03 22:41:07

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 აგვისტოს 05:30-დან 09:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში: მე-12, მე-16, მე-18, მე-11 მიკრორაიონებში, პუშკინის სანაპიროს, ქუჩიშვილი, სტამბულის ბაზრის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.