გარდაბანში დიაგნოსტიკური ცენტრი გაიხსნა (ფოტოები).
2016-11-12 13:32:41

გარდაბნის მუნიციპალიტეტში „დიაგნოსტიკური ცენტრი სანო“ გაიხსნა. ცენტრის თანამშრომლები პაციენტებს საყოველთაო ჯანდაცვის გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურებას გაუწევენ. დიაგნოსტიკური ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე გერმანული სამედიცინო აპარატურით.ცენტრის ხელმძღვანელების თქმით, პაციენტებს მომსახურებას კვალიფიციური სამედცინო პერსონალი გაუწევს.დიგნოსტიკურ ცენტრში 80 მდე ადამიანია დასაქმებული, მათგან უმეტესობა ადგილობრივია. ცენტრის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მხარისა და ადგილობრივმა  ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს.