პატრია ევროპული საქართველოდან რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირმა ნადირაშვილი იქნება.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, ოფიციალური წარდგენა უახლოეს დღეებში იგეგმება.
ირმა ნადირაშვილი არის რუსთაველი, ჰყავს მეუღლე და 1 შვილი.
ბიოგრაფიული მონაცემები:
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.
1994-2005წწ. სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კორესპონდენტი;
2005-2007წწ. ნავთობისა და გაზის სააგენტოს უფროსის მოადგილე;
2008 წელს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი;
2008-2009წწ. სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის პროგრამა "პოსტ სკრიპტუმის" მთავარი პროდიუსერი;
2009-2010წწ. სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი;
2010-2012წწ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.