რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ საცხოვრებელი კორპუსების მიმდინარე და უკვე დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაციის პროცესი უკვე დასრულდა რჩეულიშვილის, ჯავახიშვილის, ტოლსტოისა და ბერიტაშვილის ქუჩებზე. პროექტის ფარგლებში, 6 კორპუსის ტკეჩკედლიანი ფასადების გამაგრება-რეაბილიტაცია განხორციელდა, შეიცვალა კარ-ფანჯრები.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, სახელშეკრულებო ღირებულება კი დაახლოებით, 238 437 ლარია.
საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია 20 მარტს დაიწყო და 28 ივლისს დასრულდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ,,შაგი-2010“-მა შეასრულა.
რაც შეეხება პროექტის მეორე ნაწილს, დასრულების ფაზაშია ბარნოვის, გიორგაძისა და ჩაპაევის ქუჩებზე არსებული საცხოვრებელი კორპუსების ფასადების გამაგრება-რეაბილიტაციის პროექტი. აღნიშნული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 273 263 ლარამდეა.
სამუშაოები 25 მარტს დაიწყო და აგვისტოში დასრულდება. პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს ,,შაგი -2010“ ახორციელებს.