გაუპატიურების მცდელობა რუსთავის პარკში

2020-07-27 00:49:25

გაუპატიურების მცდელობა რუსთსვის პარკში.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით რუსთავის ცენტრალურ პარკში, ციხის ტერიტორიაზე პაემანი ჰქონდათ 25 წლამდე გოგოსა და ბიჭს.

შეხვედრის შემდეგ წყვილი შედარებით მოფარებულ და მყუდრო ადგილზე განმარტოვდა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ ბიჭმა გადაწყვიტა რომ გოგოსთან სექსუალური კავშირი დაემყარებინა თუმცა მისგან უარი მიიღო.

მცირე კამათს შემდეგ ბიჭმა გოგოს გაუპატიურება სცადა. გოგო დაუსხლტა ხელიდან ბიჭს და პოლიციაში დარეკა.

ადგილზე დროულად მივიდნენ რუსთაველი სამართალდამცავები. არსებული ინფორმაციით მამაკაცი დაკავებულია.


RUSTAVI