ზუგდიდში, სოფელ დარჩიელში მდინარე ჯუმში 15 წლის ბიჭს ეძებენ.
ინფორმაცია "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც დაუდასტურეს, სადაც აცხადებენ, რომ ბიჭის სამძებრო სამუშოებში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ჯგუფია ჩართული.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი გაუჩინარებამდე პირუტყვს მწყემსავდა.