ისტორიაში გამოცდა დასრულდა

2020-07-13 16:31:23

ისტორიაში ერთიანი ეროვნული გამოცდა დასრულდა. დღეს აღნიშნულ საგანში მეორე საგამოცდო დღე ჩატარდა.

რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის, ზვიად მურადაშვილის ინფორმაციით, 13 ივლისს რუსთავის საგამოცდო ცენტრში, თითო სესიაზე 284-284 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. აქედან, პირველ სესიაზე 16 აპლიკანტი არ გამოცხადდა - მათ შორის იყო ერთი დაგვიანების ფაქტი, აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვა. რაც შეეხება მეორე სესიას, მეორე სასიაზე არ გამოცხადდა 18 აპლიკანტი.

როგორც ზვიად მურადაშვილმა "ინფო რუსთავს"  განუცხადა, საგამოცდო პროცესმა მშვიდ ვითარებაში, ყველანაირი შეფერხების გარეშე ჩაიარა.

ხვალ, 14 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები მათემატიკაში დაიწყება. გამოცდა ერთ სესიად ჩატარდება და ზეგ, 15 ივლისს დასრულდება.