ქალმა ქუჩაში იმშობიარა [video]

2020-07-08 00:42:56

ფლორიდაში ორსულმა სამედიცინო დაწესებულების პარკინგზე იმშობიარა.[ვიდეო/video]

ინფორმაციას Dailymail ავრცელებს.

ქალი სამშობიაროდ მის მეუღლეს სამედიცინო ცენტრში მიჰყავდა. მას მშობიარობა წყალში ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა მგზავრობისას ჭინთვები დაეწყო.

პარკინგზე სამედიცინო ცენტრიდან მალევე გამოვიდა ბებიაქალი, რომელმაც ორსული ქუჩაში ამშობიარა.

ახალდაბადებული ჯანმრთელი გოგოა.

მშობიარობის მომენტში ადგილზე ორსულის მეუღლე და ორი პოლიციელი იმყოფებოდა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები