სარეაბილიტაციო სამუშოები სკოლებში

2020-07-02 10:18:43

რუსთავში 15 სკოლის სველი წერტილების მოწყობა/რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ტენდერები გამოაცხადა.

პროექტების ფარგლებში სკოლებში საჭიროებების მიხედვით ჩატარდება შიდა სარემონტო სამუშაოები, მოეწყობა წყალ-კანალიზაცია, სანტექნიკა და ელექტროობა.

იხილეთ იმ სკოლების ჩამონათვალი, რომლებშიც სველი წერტილები მოეწყობა/განახლდება: N1, N2, N3, N5, N6, N7, N8, N10, N11, N12, N13, N14, N18, N21, N23.

სკოლების სველი წერტილის მოწყობა/რეაბილიტაციისთვის 8 ტენდერია გამოცხადებული და გამარჯვებულმა კომპანიებმა სამუშაოები სკოლებში 40 დღიდან 60 დღის ვადაში უნდა დაასრულონ.

ყველა სკოლაში სველი წერტილის მოწყობა/რეაბილიტაციისთვის საერთო ჯამში 1 400 846 ლარია გამოყოფილი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები