როდის აღდგება სარკინიგზო მიმოსვლა

2020-06-06 20:02:32

არსებული ინფორმაციით, სარკინიგზო მიმოსვლა, სავარაუდოდ 15 ივნისიდან აღდგება.

რეკომენდაციები, რომელიც მატარებლით მგზავრობისას უნდა იყოს დაცული, უკვე ცნობილია.

დოკუმენტში დეტალურად არის გათვლილი ის ძირითადი სტანდარტები, რომელიც მატარებლით მგზავრობისას აუცილებელი პირობაა - "აუცილებელია მგზავრთა ვიდეოსკრინინგი ან თერმოსკრინინგი. თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს ინფორმაცია ახალი კორონავირუსისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ, მატარებლის ყველა შესასვლელში უნდა განთავსდეს დეზობარიერი და ხელის დეზინფექციის დისპენსერი, ვაგონში მგზავრთა ყოფნის, ჩასხდომისა და გადმოსხდომის დროს, უნდა იყოს დაცული უსაფრთხო დისტანცია, მომსახურე პერსონალისთვის კი აუცილებელია ნიღბების გამოყენება"- აღნიშნულია დოკუმენტში, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რაც შეეხება მგზავრობის დაწყებამდე განსახორციელებელ ღონისძიებებს, დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი.

"თუ მგზავრობის დაწყებამდე შეუძლოდ გრძნობთ თავს, არ გამოიყენოთ სატრანსპორტო საშუალება; საერთო გამოყენების ადგილებში დაიცავით უსაფრთხო დისტანცია და გამოიყენეთ ნიღაბი; შეიძინეთ ბილეთი წინასწარ (რეკომენდირებულია ელექტრონულად), რათა თავიდან აიცილოთ რიგში დგომის რეჟიმის გამოყენება; გაჩერებებზე/სადგურებზე დაიცავით უსაფრთხო დისტანცია სხვა პირებთან" - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.

არსებული ინფორმაციით არ გაიზრდება მგზავრობის საფასური.