რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2020-06-05 19:37:29

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიისმიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ივნისს  06:00-დან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში: ქუთაისის, მესხიშვილის, მეგობრობის, ლეონიძის, მარის არხის და მიმდებარე ქუჩებზე. 

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.