სომხეთის პრემიერ-მინისტრი კოვიდინფიცირებულია

2020-06-01 10:56:15

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის, კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ თავად პრემიერ-მინისტრმა ფეისბუქლაივში განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, ასევე ინფიცირებული არიან პრემიერის ოჯახის წევრებიც.

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მას ვირუსის არც ერთი სიმპტომი არ აღენიშნება.

მისივე თქმით, ვიდრე ამის შესაძლებლობა ექნება, მუშაობას რეზიდენციიდან გააგრძელებს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები