ქურდობის ფაქტი რუსთავში.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 45 წლამდე მამაკაცებმა მესხიშვილის ქუჩაზე არსებული თამბაქოსა და ელექტრონული სიგარეტის ჯიხურის გაქურდვა სცადეს.
მამაკაცებმა ჯიხურში შეაღწიეს და გამოსვლის დროს გარეთ მოულოდნელად პოლიციელები დახვდნენ.
პოლიციამ 2 მამაკაცი ადგილზე დააკავა, მათ ბრალი უკვე წარედგინათ.