საშინელი ავარია რუსთავში [video]

2020-05-06 23:46:30

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, ფიროსმანის ქუჩაზე. [ვიდეო/video]

"მერსედესი"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. ავტომობილი ჯერ ხეს შეეჯახა, შემდეგ განათების ბოძს და მერე ისევ ხეს.

მანქანაში მყოფი 23 წლის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო, საპატრულო პოლიციისა და სახანძრო სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.

დაშავებულის გადაყვანა კლინიკა რუსთავში მოხერხდა, როგორც "ინფო რუსთავს", "კლინიკა რუსთავში" განუცხადეს პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რჩება კრიტიკულად მძიმე.


 

RUSTAVI