ბიძინა ივანიშვილმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა

2020-04-09 10:47:54

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა.

StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხის მაჩვენებელი გუშინ, გვიან ღამით გაიზარდა.

ფაქტს „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე, ნიკოლოზ ჩხეტიანი ადასტურებს.

ამჟამად StopCoV ფონდის ანგარიში 124 543 899 ლარს შეადგენს.

ასევე, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, როგორ გადანაწილოს კორონავირუსის კრიზისთან გასამკლავებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის დახმარების პაკეტი.

ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას  კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად გამოუყოფს 80 მილიონ ევროს  – გადაუდებელი დახმარებისთვის, ხოლო დაახლოებით 883 მილიონ ევროს- მოკლევადიანი მხარდაჭერის ფარგლებში.

თანხები შემდეგნაირად გადანაწილდება:

სომხეთი – 92 მილიონი ევრო
აზერბაიჯანი – 14 მილიონი ევრო
ბელარუსი – 60 მილიონი ევრო
საქართველო – 183 მილიონი ევრო
მოლდოვა – 87 მილიონი ევრო
უკრაინა – 190 მილიონი ევრო.