ინფიცირებულთა ბოლო მონაცემები

2020-04-08 19:50:30

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

"დილის შემდეგ მონაცემები არ შეცვლილა, როგორც 208 დადასტურებული შემთხვევა იყო, ისევ რჩება ამ დრომდე. დილით 7 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება და უარყოფითი იყო ყველას პასუხი. უარყოფითი იყო პასუხი ძველ პაციენტებზეც, რომელთა მონიტორინგიც მიმდინარეობდა. ანუ ჩვენთან ჯამში 37 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში, ჯამში 50 გამოჯანმრთელებული პაციენტია", - განაცხადა მარინა ეზიგბაიამ.

ამ დროისთვის ქვეყანაში, 208 ინფიცირებული, მათ შორის 50 პაციენტია გამოჯანმრთელებული. კარანტინის რეჟიმშია 4682 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 375 პირი.