რა შემთხვევაში გაიხსნება აგრარული ბაზრები

2020-04-08 14:15:36

ქვეყნის მასშტაბით აგრარულ ბაზრებს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს გაითვალიწინებენ, სახელმწიფო  გახსნისა და ფუნქციონირების ნებას დართავს.

ამის შესახება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

იხილეთ რეკომენდაციები:

1) დასაქმებული პერსონალის დამცავი საშუალებებით აღჭურვა.

2) დეზინფექციის, ჰიგიენური და სანიტარული პირობების დაცვა.

3) თითოეული დასაქმებული ადამიანის მონაცემების შეგროვება.

4) მათი კონტაქტებისა და მოგზაურობის ისტორიის დადგენა;
დახლებს შორის დისტანციის დაცვა.

5) სამუშაოდ არ დაიშვებიან ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.

6) შეზღუდვა გავრცელდება 70 წელს გადაცილებულ მოვაჭრეებზეც.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაუკავშირდა  "სტამბულის" ბაზრის მენეჯერს  და ჰკითხა, აპირებს თუ არა, რომ ამ რეკომენდაციების დაცვით ბაზარი კვლავ გახსნას.

მამუკა ცხოვრებაძის განცხადებით, ამ ეტაპზე იგი რუსთავის ბაზრის გახსნას არ აპირებს, რადგან არსებულ ვითარებაში უსაფრთხოების დაცვა რთულია.