მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2020-04-07 22:54:29

8 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში კავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. 8 აპრილს ნალექი შესაძლოა ბარშიც ზოგან თოვლის სახით აღინიშნოს.

8-9 აპრილს, ღამის საათებში,შიდა ქართლსა და კახეთში მოსალოდნელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება ბარში -2,-4, მთაში -4,-6 გრადუსამდე.

უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის და საშემოდგომო ხორბლის ნათესების დაზიანება გამოიწვიოს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 8 აპრილი +8°C, 9 აპრილი +11°C, 10 აპრილი +15°C, 11 აპრილი +14°C.