რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრობაზე არსებული აგრარული ბაზარის სექცია დაიხურა.
ბაზრის მენეჯერმა "ინფო რუსთავთან" საუბარში განაცხადა რომ სექციის დახურვა მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით მოხდა.
"ჩვენ მოვუწოდებდით მომხმარებელს და ასევე მომსახურე პირებს რომ საგანგებოს მდგომარეობის წესები დაეცვათ, ხშირად ვუთიტებდით მათ, თუმცა მომხმარებელი ამას არ ითვალისწინებდა. ასევე ძალიან ბევრი ადამიანი გროვდებოდა შესასვლელთან, უკვე უკონტროლო ხდებოდა ვითარება. ამიტომ ხალხის უსაფრთხოების გამო მივიღეთ გადაწყვეტილება რომ აგრარული სექცია დაგვეხურა", - განაცხადა ბაზრის მენეჯერმა.
ჯერჯერობით უცნობია რამდენი ხანი იქნება ბაზარი დახურული, შეგახსენებთ რომ ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე დაიხურა ბაზრის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის სექციაც.