ავარია მსხვერპლით დასრულდა

2020-02-28 11:18:41

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადმიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიულს შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.