რუსთაველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი სთხოვა [video]

2020-02-20 23:59:34

რუსთაველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი სთხოვა [ვიდეო/video]

ხელის თხოვნის ფაქტი 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე დაფიქსირდა.

რუსთაველმა ზალიკო ტარყაშვილმა ხელი ასევე რუსთაველ თათა გრძელიძეს სთხოვა.

ხელის თხოვის ფაქტი არ გამორჩათ მატჩის კომენტატორებს.

შეგახსენებთ რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა დღეს შვეიცარიის ეროვნულ გუნდს თბილისის სპორტის სასახლეში უმასპინძლა და დამაჯერებლად მოუგო.

"ინფო რუსთავი" რუსთაველ წყვილს ბედნიერებას უსურვებს.