მაღაზია "სპარის" თანამშრომელი დაჭრეს

2020-01-27 23:40:14

თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მაღაზია „სპარის“ თანამშრომელი დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დაჭრილი მამაკაცი ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი