"მიკროავტობუსებს მგზავრები უკანონოდ გადაყავთ"

2020-01-27 22:57:14

რუსთავში, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, კომპანია "ინტერტრანსში" არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

როგორც კომპანიის დირექტორმა, სანდრო ჯაფარიძემ "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადა, ისინი სხვადასხვა დარღვევების აღმოსაფხვრელად მუშაოებენ და ითხოვენ, იმ მიკროავტობუსებზე კონტროლის გაძლიერებას, რომლებსაც მგზავრები უკანონოდ და ნებართვის გარეშე გადაჰყავთ.

"ჩვენთვის ეს თემა არის ძალიან მწვავე. მოვითხოვეთ, რაც შეიძლება მოკლე დროში აღმოიფხვრას ეს სიტუაცია, რომ სხვებმა ვერ მოახერხონ მგზავრების გადაყვანა. ჩვენ, ასევე განვიხილეთ ურთიერთთანამშრომლობის თემა, თუ რას საჭიროებს კომპანია და რისთვის არის მზად, რომ 2020 წელს უფრო დიდი მასშტაბით მოემსახუროს რუსთაველებს", - განაცხადა, სანდრო ჯაფარიძემ.

საკრებულოს ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელძღვანელის გურამ კვარაცხელიას თქმით, დარღვევა თუ იქნება, კომპანიასთან ურთიერთანამშრომლობის ნიადაგზე მოგვარდება.

"სამუშაო ჯგუფის ჩანიშვნა ჩვენ პირველივე თვეში ვიჩქარეთ იმიტომ, რომ "ინტერტრანსს" წინა წელს მიეცა სამი თვის ვადა სატენდერო პირობების შესრულებისთვის. ამიტომ ჩვენი ურთიერთობა, რომ ხელშესახები იყოს, უფრო ხშირად გვექნება ასეთი სახის შეხვედრები. კომპანია არის მოწადინებული, რომ გამოასწოროს დარღვევები, რადგან მგზავრია თვითონ მკაცრი და ჩვენთანაც მოითხოვენ, რომ ჩვენც გავმკაცრდეთ "ინტერტრანსთან" მიმართებაში", - განაცხადა გურამ კვარაცხელიამ.

საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას კომპანიის დირექტორმა, ასევე, ისაუბრა სამთვიან ვადაზე, რომელიც მათ სატენდერო ვალდებუებების შესასრულებლად მიეცათ და განაცხადა, რომ: -"ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია ასეთი რამ, რომ თუ კომპანია სამ პუნქტს ერთდროულად დაარღვევს რუსთავის მერიას აქვს უფლება რომ ეს ხელშეკრულება გაწყვიტოს. კომპანია არ აძლევს ამის საშუალებას, რომ სამივე პუნქტი ერთდროულად იყოს დარღვეული. ვადასტურებ, რომ ნებისმიერ სატრანსპორტო სფეროში არის ეს დარღვევები, მაგრამ ჩვენს მიერ მაგალითად რამდენიმე დარღვევაზე არის კონკრეტულად ახსნაც ხდება ასე, რომ ვთქვათ რატომ ხდება ეს დარღვევა".