რეკომენდაცია მოსახლეობას

2020-01-27 15:45:43

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს თავი შეიკავონ და შეზღუდონ ფრენები ჩინეთის მიმართულებით. ტიკარაძე ამბობს, რომ საქართველოს საჰაერო მიმოსვლა კონტროლქვეშაა და სამინისტრო ყველა სახის პრევენციულ ღონისძიებას ახორციელებს.

ამ ეტაპზე ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რესიები გადადებულია თუმცა უახლოს მომავალში რესიებთან დაკავშირებით სახელმწიფო ახალ გადაწყვეტილებას მიიღებს.

რაც შეეხება ვაჭრობას მინისტრი ამბობს, რომ ეტაპისთვის ვაჭრობის კუთხით რაიმე შეზღუდვების დაწესებაზე არანაირი რეკომენდაცია არ არსებობს.