დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა

2020-01-26 12:26:14

თურქეთში, მიწისძვრის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, ინფორმაციას თურქული მედია სამაშველო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშავებულია 1500-ზე მეტი ადამიანი.

ამ დროისთვის ნანგრევებიდან 45 ადამიანია ამოყვანილი.

2 წლის გოგონა, რომელიც 24 საათის მანძილზე ნანგრევებში იყო მოყოლილი მაშველებმა გადაარჩინეს.

რაც შეეხება ზარალს, პირველადი მონაცემებით, დანგრეულია 76 კორპუსი, დაზიანებულია 42 და 425 კოპრუსს კი მცირე დაზიანებები აქვს.

24 იანვარს მომხდარი მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის გარდა, თურქეთის მეზობელ ქვეყნებშიც იგრძნობოდა. ბიძგები ასევე იგრძნეს ისრაელში, ერაყსა და სირიაში.