რუსთავში ორი ბაღი აშენდება

2020-01-24 10:16:15

რუსთავში ორი ბაღი აშენდება.

როგორც საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის 46 სხდომაზე გახდა ცნობილი, რუსთავში VII მიკრორაიონში N34 ბაღის განახლება და რეაბილიტაცია იგეგმება, ასევე ახალი ბაღის აშენება იგეგმება მარცხენა სანაპიროზე, რომლის ზუსტი მისამართი ამ დროისთვის დადგენილი არ არის.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ახალი ბაღის აშენებას დაახლოებით 1 500 000 ლარი მოხმარდება, ხოლო N34 ბაღის რეაბილიტაციას 1 100 000 ლარი.

"საკრებულომ გადაწყვიტა კიდევ ერთი ახალი ბაღის აშენება რუსთავში, ცნობილია რომ VII მიკრორაიონში გამოცხადებულია ბაღის რეკონსტრუქცია, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ კიდევ არის საჭირო ახალი ბაღი. ახლანდელი ვარაუდით მარცხენა სანაპიროზე იგეგმება აშენება, ვფიქრობ რომ ამის შემდეგ ბავშვები აღარ დარჩებიან გარეთ", - საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ვეფხვაძემ განაცხადა.