ექიმების ხელფასები გაიზრდება

2020-01-20 15:41:28

2020 წლის 1-ელი ივლისიდან სოფლის ექიმების ხელფასები 100 ლარით გაიზრდება.

"2020 წლის ბიუჯეტი არის სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობით გამსჭვალული და ეკონომიკური განვითარების ბიუჯეტი. რა თქმა უნდა, ამ ბიუჯეტში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მასწავლებლებს, ექიმებს, სამართალდამცველებსა და ჯარისკაცებს. სწორედ ამიტომ, ამ ბიუჯეტის ძირითადი პრინციპი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების საჭიროებები და ჩვენ ვთვლით, რომ ეს ის სოციალური პასუხისმგებლობაა, რომელიც სახელმწიფომ აუცილებლად უნდა ატაროს", - განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ.