საპარლამენტო არჩევნები

2020-01-17 11:32:37

2020 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ბიუჯეტს 42,760,652 ლარი დაუჯდება. არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო ასიგნებების გამოყოფასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ სპეციალური დადგენილება უკვე მიიღო.

გამოყოფილი თანხიდან შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯება 19,531,295 ლარი, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დაფინანსებაზე - 7,238,050 ლარი, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი კი 2,111,674 ლარი იქნება.

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, არჩევნების ხარჯთაღრიცხვა ასეთი იქნება:

არჩევნების ჩატარების ღონისძიებები - 42,760,652 ლარი

ხარჯები - 41,953,152 ლარი;
შრომის ანაზღაურება - 19,531,295 ლარი;
საქონელი და მომსახურება - 9,845,000 ლარი;
სოციალური უზრუნველყოფა - 424,133 ლარი;
სხვა ხარჯები - 12,152,724 ლარი;
არაფინანსური აქტივების ზრდა - 807,500 ლარი;
არჩევნების ჩატარების ღონისძიებები - 32,349,928 ლარი

ხარჯები - 31,542,428 ლარი;
შრომის ანაზღაურება - 19,245,028 ლარი;
საქონელი და მომსახურება - 9,087,267 ლარი;
სოციალური უზრუნველყოფა - 407,133 ლარი;
სხვა ხარჯები - 2,803,000 ლარი;
არაფინანსური აქტივები - 807,500 ლარი;
არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება - გადამზადება - 1,061,000 ლარი

ხარჯები - 1,061,000 ლარი;
შრომის ანაზღაურება - 286,267 ლარი;
საქონელი და მომსახურება - 757,733 ლარი;
სოციალური უზრუნველყოფა - 17,000 ლარი;
საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი - 2,111,674 ლარი

ხარჯები - 2,111,674 ლარი;

სხვა ხარჯები - 2,111,674 ლარი;

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დაფინანსება - 7,238,050 ლარი;

ხარჯები - 7,238,050 ლარი;

სხვა ხარჯები - 7,238,050 ლარი.

ცნობისათვის, 2016 წლის არჩევნები ბიუჯეტს 38,136,230 ლარი დაუჯდა, ანუ 4,624,422 მლნ ლარით ნაკლები, ვიდრე 2020 წლის არჩევნებზე დაიხარჯება.

RUSTAVI