ბაზრობაზე რამდენიმე მაღაზია იწვის

2020-01-13 23:30:03

ხანძარი თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე.

სამშენებლო მასალებისთვის განკუთვნილ ბაზრობაზე ცეცხლი რამდენიმე მაღაზიას გაუჩნდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 10 ეკიპაჟია მობილიზებული.

ამ დროისთვის უცნობია რა ფართობზეა ხანძარი, ასევე უცნობია ზარალის რაოდენობა.

RUSTAVI