რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ტრავმატოლოგია-ორთოპედიის დეპარტამენტს დავით ბაჩილავას სახელი მიენიჭა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობამ მიიღო.
რუსთაველი ექიმი დავით ბაჩილავა 49 წლის ასაკში ინსულტით გარდაიცვალა. ექიმი-ტრავმატოლოგი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში წლების განმავლობაში მუშაობდა.