ახლადაშენებული შენობები ააფეთქეს [video]

2020-01-11 22:17:01

ინდოეთის მთავრობამ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ორი ცათამბრჯენი იმის გამო გაანადგურა, რომ შენობები გარემოს დაცვის წესების დარღვევით იყო აშენებული. ცათამბრჯენებში განთავსებული სახლის მეპატრონეები კი შორიდან უყურებდნენ, თუ როგორ ნადგურდებოდა მათი სახლები. [ვიდეო/video]

ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ მაისში მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახლად აგებული შენობები უნდა დანგრეულიყო, რადგან ისინი სანაპირო ტერიტორიების დაცვის წესების დარღვევით იყო აშენებული. ორშაბათს კიდევ ორ ცათამბრჯენს გაანადგურებენ.

საერთო რაოდენობით, ყველა შენობაში სულ 343 ბინა იყო განთავსებული, რომელშიც 2000-მდე ადამიანი ცხოვრობდა.

ერთ-ერთმა მცხოვრებმა მედიას განუცხადა, რომ მისითვის, მისი მეუღლისა და შვილებისთის რთული საყურებელი იყო მათი სახლის დანგრევა. "ჩვენ იმ დანაშაულის გამო დავისაჯეთ, რომელიც არ ჩაგვიდენია", - განუცხადა ერთ-ერთი ბინის მეპატრონემ ადგილობრივ მედიას.

ინდოეთის მედიაზე დაყრდნობით, სახელმწიფო ყველა ბინის მეპატრონეს ზარალის ანაზღაურების მიზნით 35 000$ გადაურიცხავს.


RUSTAVI