ვინ არის გარდაცვლილი მოზარდი [video]

2019-12-27 00:35:32

რუსთავში, ბათუმის ქუჩაზე, 13 წლის მოზარდის გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.  [video/ვიდეო]

გარდაცვლილი 13 წლის მოზარდი აჩიკო შალამბერიძეა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ბიჭი ექიმის დანიშნულებით გარკვეულ მედიკამენტებს სვამდა. გარდაცვალების მიზეზი კი სავარაუდოდ მედიკამენტების დოზაზე მეტის მიღება გახდა.

გარდაცვლილის ოჯახის ახლობლები პირად საუბრებში აცხადებენ რომ დედამ გარდაცვლილის ოთახში მედიკამენტების გარკვეული რაოდენობა ვეღარ იპოვა, რაც ბადებს ეჭვს რომ შესაძლოა ბიჭმა აღნიშნული წამლები დალია. 

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით, მოზარდის მასწავლებელს და დღის ცენტრის თანამშრომლებს გაესაუბრა.

აღსანიშნავია რომ დედა 4 მცირეწლოვან შვილს დამოუკიდებლად ზრდიდა. ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსს ატარებს და უკიდურეს სიღარიბეში იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთავში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, მოზარდი გარდაცვლილი ნახეს.