მუშას ტრაქტორი დაეჯახა

2019-12-15 15:27:42

ზუგდიდში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მუშა დაშავდა. არსებული ინფორმაციით, საავტომობილო გზაზე სამუშაოები მიმდინარეობდა, რა დროსაც შუახნის მამაკაცს ტრაქტორი დაეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების თქმით, დაშავებულს სამედიცინო კვლევები უტარდება და წინასწარი ინფორმაციით, მას წვივის ძვლის დამსხვრეული მოტეხილობა აქვს. ექიმების ინფორმაციითვე, მამაკაცს ოპერაცია ესაჭიროება.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.