ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩქაროსნულ მაგისტრალზე, მცხეთის მიმდებარედ.
ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და "ტოიოტა"-ს მარკის მინივენი დაეჯახნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა დროებით შეზღუდული იყო, ამ დროისთვის კი გზაზე საცობი არ ფიქსირდება.