12 დეკემბერს, რუსთავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 43 წლის ლუდმილა საფარიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ჭყოდნიდელის დასახლებაში, მშვიდობის ქუჩაზე დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. ქვეითად მოსუარულე ლუდმილა საფარიანს და მის მეგობარს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახდა. ლუდმილა საფარიანი ადგილზე გარდაიცვალა, მისი მეგობარი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ლუდმილა საფარიანი ჭყონდიდელის დასახლებაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. გარდაცვლილს მეუღლე და 2 შვილი დარჩა.