იტალიაში ქართველი ქალი დააკავეს

2019-12-13 10:50:10

46 წლის ქართველი ქალი იტალიაში სამაჯურის მოპარვისთვის დააკავეს.

სამკაულების მაღაზიის გამყიდველმა შეამჩნია, რომ ნივთი დახლზე არ იყო, რის შემდეგაც ქალს სამაჯურის უკან დაბრუნება მოსთხოვა.

მას სამაჯური ჟაკეტის ჯიბეში ჰქონდა დამალული. გამყიდველის მოთხოვნის შემდეგ ქალმა სამაჯური დაბლა დააგდო და გაქცევა სცადა.
მაღაზიის მეპატრონემ მოახერხა ქალის დაჭერა და შეკავება იქამდე სანამ პოლიციელები მოვიდოდნენ.