სექსუალური აქტი არასრულწლოვნების თვალწინ

2019-12-03 18:23:56

პირველ დეკემბერს ფლორიდაში სახალხოდ, ქუჩაში სექსის ბრალდებით 70 წლის კელოგი და მისი 60 წლის პარტნიორი როსკილო დააკავეს.

თვითმხილველის განცხადებით, მან დაინახა შარვალჩახდილი როსკილო, რომელიც სექსუალური აქტით იყო დაკავებული მის მეწყვილესთან. ორივე მათგანი დროულად დააკავეს ქუჩაში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით სექსუალური აქტის ჩადენის ბრალდებით.

მას შემდეგ, რაც პოლიციელმა დაკავებისას  ქალბატონს მისი უფლებები გააცნო, 70 წლის კელოგმა ბრალდება აღიარა და ბოდიშიც მოიხადა. რაც შეეხება მამაკაცს, მან არ ითანამშრომლა პოლიციასთან და დაკავების დროს ხმამაღლა ყვიროდა და მისი ადვოკატის მიყვანას ითხოვდა. ალკოტესტის ჩატარების  შემდეგ აღმოჩნდა, რომ ორივე მათგანი ალკოჰოლური თრობის  ქვეშ იმყოფებოდა.

როგორც აღმოჩნდა, მამაკაცი მანამდეც ნასამართლევი იყო ქუჩაში ალკოჰოლური სასმელის მიღების გამო.